სუპერმარკეტ „მაგნიტის“ თანამშრომლები წუხელ, გვიან ღამით, სავაჭრო ქსელის ერთ-ერთ ობიექტთან შეიკრიბნენ და კუთვნილი ანაზღაურება მოითხოვეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, სუპერმარკეტის ადმინისტრაციამ 30-მდე ადამიანი სამსახურიდან არარსებული ბრალდებით გაათავისუფლა და ხელფასი არ გადაუხადა. შეკრებილებს სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ ობიექტის დაცვის თანამშრომლებთან. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.
ქუთაისში სუპერმარკეტ „მაგნიტის" თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
27 ნოე 202012:57
3 წუთის საკითხავი